სანტექნიკი გამოძახებით
ონკანიდან წყალი ჟონავს ? ნიჟარაა შესაცვლელი ? ან იქნებ დაზიანებული უნიტაზის გამოცვლა გჭირდებათ ? ყველა ასეთი წვრილმანი სანტექნიკასთან დაკავშრებული პრობლემის დროს, გჭირდებათ გამოიძახოთ კვალიფიციური და გამოცდილი ხელოსანი, რომელიც მარტივად მოაგვარებს თქვენ მცირე, მაგრამ შემაწუხებელ პრობლემას. ჩვენი გუნდი მუდმივად მზად არის მოავლინოს კვალიფიციური სანტექნიკი თქვენ მხსნელად.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ონკანიდან წყლის ჟონვა ?
1) უხარისხო პროდუქტი - ზოგჯერ არის შემთხვევა , როდესაც ახალი ონკანიდან ჟონავს წყალი და ამ შემთხვევაში დამნაშავე უხარისო პროდუქტია. რაც უნდა გააკეთოთ ისაა, რომ დაუბრუნოთ გამყიდველს და გადაცვალოთ უფრო ხარისხიან ონკანში.
2) უხარისხოდ შესრულებული მონტაჟი - თუ ონკანი გამოცდილი ხელოსნის მიერ არაა დამონტაჟებული ამან შესაძლოა გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს.
3) დაძველება - ექსპლუატაციის გარკვეული დრო ყველაფერს აქვს და მათ შორის ონკანებსაც. გარკვეული დროის შემდეგ, წყალში არსებული მარილები აფუჭებენ როგორც მილებს, ასევე დამცავ რეზინებს, რაც ხდება წყლის გაჟონვის მიზეზი. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია რეზინების ან მილების გამოვლამ მოაგვაროს პრობლემა.
უნიტაზის შეცვლა
სიძველის ან მექანიკური დაზიანების გამო, შესაძლოა დაგჭირდეთ უნიტაზის ახლით შეცვლა. ერთიშეხედვით არც ისე რთული საქმეა, მაგრამ უმჯობესია ეს საქმეც პროფესიონალს მივანდოთ. რადგან არის ფაქტორები რომლის გათვალისწინებაც არის საჭირო დემონტაჟის და მონტაჟის დროს.
ნიჟარის შეცვლა
უნიტაზისგან განსხვავებით ნიჟარის დაზიანების შანსი ბევრად მეტია. რაიმე მძიმე საგნის დაცემით შესაძლოა თქვენი ნიჟარა გატყდეს ან ბზარები გაიკეთოს, ან წყლის ჟონვა დაიწყოს და შესაბამისი მილების შეცვლა დაგჭირდეთ. ჩვენი პროფესიონალი გუნდი მარტივად მოაგვარებს თქვენს პრობლემას და ძველ ნიჟარას ჩაგინაცვლებთ ახლით
წყლის მილების შეცვლა
ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო თქვენმა წყლის მილება შესაძლოა ჟონვა დაიწყოს. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან გაზიანებთ როგორც თქვენ ასევე მეზობელსაც. დამეთანხმებით ასეთ დროს კვალიფიციური დახმარების მიღება საკმაოდ მნიშვნელოვანია. რადგან ზუსტად დადგინდეს წყლის ჟონვის ადგილი და თავიდან ავიცილოთ მთელი სააბაზანოს ან სამზარეულოს დაზიანება. თუ ეს პრობლემა გაქვთ პირველრიგში გირჩევთ გამოიყენოთ ჩვენი სერვისი წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ნაკლები დაზიანებით მოხდეს გაჟონვის ადგილის პოვნა და პრობლემის მოგვარება.
რატომ უნდა გამოიძახოთ ჩვენი სანტექნიკი ?
საკმაოდ ბევრი მიზეზი გვაქვს იმისათვის თუ რატომ უნდა ისარგებლოთ ჩვენი სანტექნიკის მომსახურებით.
1) პროფესიონალიზმი - ჩვენი ყველა თანამშრომელი მრავალწლიანი გამოცდილების მქონეა. შესაბამისად გაძლევთ საქმის 100%-ით ხარისხიანად შესრულების გარანტიას.
2) ხელმისაწვდომი ფასი - ჩვენ ვცდილობთ შემოგთავაზოთ კონკურენტული ფასები რადგან ბევრ ადამიანს ქონდეს ჩვვენს სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა
3) სისწრაფე - ჩვენ გვესმის რომ ზოგჯერ ასეთი ტიპის პრობლემები სწრაფ მოგვარებას მოითხოვს ზიანის შეესამცირებლად. შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი სერვისი გავხადოთ უფრო მეტად სწრაფი.
4) კომუნიკაცია - ჩვენთან კომუნიკაცია მარტივია. ჩვენი გუნდის პრიორიტეტი მომხმარებლის კმაყოფილებაა შესაბამისად ვცდილობთ თქვენს ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხოთ.
5) ხარისხის გარანტია - ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოებზე.
შეგვიძლია დაუსრულებლად გავაგრძელოთ თუ რატომ ჩვენ. მაგრამ წაკითხულს ნანახი ჯობია, ასე რომ გელით :)