ყველაზე ძველი საკანალიზაციო სისტემა

ყველაზე ძველი საკანალიზაციო სისტემა

ყველაზე ძველი საკანალიზაციო სისტემა

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ პირველი საკანალიზაციო სისტემის მოწყობა ძველ რომაელებს მიეწერება. ძვ.წ. VI საუკუნეში მათ შექმნეს სადრენაჟე სისტემა რომელსაც "Cloaca Maxima" - უდიდესი კანალიზაცია უწოდეს. თავდაპირველად ეს სისტემა განკუთვნილი იყო ქალაქის ქუჩებიდან ზედმეტი წყლის განსადევნად, ხოლო მოგვიანებით ძვ.წ. მესამე საუკუნეში მასზე ტუალეტების და აბანოების დაერთება დაიწყეს. მოგვიანებით, I საუკუნეში ავგუსტუსის ბრძანებით, ძველი საკანალიზაციო სისტემა გაიწმინდა სრულად. რომაელი ფილოსოსფოსი სისტემის აგებიდან 700 წლის შემდეგ, აღფრთოვანებული წერდა იმის შესახებ, თუ რამდენად მტკიცედ იყო იგი აგებული. ზოგჯერ წყალდიდობისას მცირე მონაკვეთებში ხდებოდა წყლის ნაკადების ერთმანეთთან შეჯახება, მაგრამ ეს პროცესი მტკიცე ნაგებობაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობა ძალიან მტკიცე იყო, იგი ბიზანტიის იმპერიის დროს დაზიანდა და უფუნქციო გახდა. ამ სისტემის აღდგენა რენესანსის პერიოდში მოხდა. 2012 წელს სპეციალური რობოტის დახმარებით გამოიკვლიეს გვირაბები და დაადგინეს, რომ ის ზედმეტად მყიფე იყო და საჭიროებდა განსაკუთრებულ მოვლას. გასაოცარია, მაგრამ ამ სისტემაში დღესაც მიედინება მცირე რაოდენობით წყალი. ეს ხაზს უსვამს ძველი რომაელების შესაშურ უნარებს და პროფესიონალიზმს. შექმნა სისტემა რომელიც საუკუნეებს გაუძლებს, მართლაც რომ წარმოუდგენელი და დასაფასებელია.

+ (995) 533232323