კანალიზაციის წმენდის მეთოდები
სიახლე არ არის , რომ პერიოდულად საკანალიზაციო სისტემას წმენდა ჭირდება. მასში სხვადასხვა სახის არახსნადი მასალების მოხვედრა ან ცხიმების დაგროვება ხშირად არის მიზეზი კანალიზაციის გაჭედვისა. ეს ფაქტი რა თქმა ალბათ უნდა ერთ-ერთი არასასიამოვნოა, რაც შეიძლება სახლში მოხდეს. ასეთ დროს გვჭირდება პროფესიონალების დახმარება ან საკუთარი ძალებით ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. მოდით განვიხილოთ რამდენიმე მეთოდი რომლის გამოყენებაც შეგვიძლია :
კანალიზაციის გაწმენდის ჰიდრავლიკური მეთოდები
კანალიზაციის გაწმენდა ჰიდრავლიკური მეთოდით, გულისხმობს მაღალი წნევის წყლისმფრქვევი დანადგარის გამოყენებას. რომელიც წყლის წნევის საშუალებით წმენდს საკანალიზაციო მილებში არსებულ ზედმეტ ნოვთებს და ნივთიერებებს. ასეთ აპარატებს გააჩნია სხვადასხვა ტიპის საფრქვევი, მისათვის რომ, უკეთ გაუმკლავდეს განსხვავებული ტიპის ნარჩენებს როგორიცაა მაგალითად : ქვიშა, ცხიმი, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში კომბინირებულად იყენებენ როგორც ჰიდრავლიკურ ასევე ვაკუუმის აპარატებს. ჰიდრავლიკური აპარატი წმენდს ჭუჭყს და ნადებს ხოლო ვაკუუმის აპარატი ასუფთავებს ნარჩენებს. ამ მეთოდების გამოყენება საკმაოდ ეფექტურია, ასევე უსაფრთხოც, რადგან არ გამოიყენება ქიმიური ნივთიერებები და ასევე არ ხდება მილების დაზიანება.
კანალიზაციის გაწმენდა სახლის პირობებში
სოდა და ძმარი - სოდის და ძმრის კომბინაცია საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ტრაპის ან ნიჟარის მსუბუქი გაჭედვის შემთხვევაში, როდესაც საქმე არ გვაქვს მყარ, არახსნად ნარჩენებთან. აადუღეთ ქვაბით წყალი, ჩაასხით გაჭედილ მილში და დააყარეთ 1 ჭიქა სოდა. გააჩერეთ ერთი წუთი და დაუმატეთ 1 ჭიქა ძმარი. ეს ორი ქიმიურ რეაქციაშ შედის ერთმანეთთან და შეუძლია დაშალოს გარკვეული ტიპის ნარჩენები.
დგუში - დგუშის გამოყენება შესაძლოა საკმაოდ ეფექტური იყოს იმ შემთხვევაში როდესაც ნარჩენები არც თუ ისე ღრმად არის გაჭედილი საკანალიზაციო სისტემაში. როდესაც მას მექანიკურად ვაწვებით სისტემაში იქმნება წნევა, რასაც შეუძლია დაშალოს ერთად შეგროვილი ნარჩენები და გაანთავისუფლოს მილები. ეს მეთოდი უშედეგოა იმ შემთქვევაში, როდესაც მილის გაჭედვის მიზეზი არის რაიმე დიდი საგანი ან დაგროვება ღრმად ხდება
ქიმიური ნივთიერებები - დღეს ბაზარზე საკმაოდ ბევრი ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად გაწმინდოს საკანალიზაციო მილში მოხვედრილი ორგანული ნვთიერებები. თუმცა ქიმიკატების გამოყენება მათი შემადგენლობის გამო არ არის უსაფრთხო როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ასევე მილებისთვის. დროთაგანმავლობაში შეიძლება გამოიწვიონ მილების კოროზია.
საწმენდი აპარატი ტროსით - მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუსოა ასეთი ტიპის აპარატი გქონდეთ სახლში ამ მოწყობილობების გამოყენება საკმაოდ ეფექტურია ბევრ შემთხვევაში.
გაწმენდა ტროსით
როდესაც საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან სადაც ყველა ეს მეთოდი უძლურია საჭიროა გამოიძახოთ პროფესიონალი, რომელიც თქვენს გაჭედილ კანალიზაციას გაწმენდს ტროსის დახმარებით. ეს მეთოდი ყველაზე ეფექტურია, რადგან არ აქვს მანძილის შეზღუდვა და შეუძლია მიწვდეს ნარჩენებს სისტემის ნებისმიერ წერტილში. არცერთი ტიპის ნარჩენი არ არის პრობლემა ამ მეთოდისთვის , რადგან მძლავ ტროსს მარტივად შეუძლია დაშალოს ან განდევნოს ნებისმიერი მიზეზი რაც ხელს უშლს საკანალიზაციო მილებს გადინებაში.
არის შემთხვევები როდესაც პრობლემის გამკლავება საკუთარი ძალებით შეგვიძლია , მაგრამ ზოგჯერ პროფესიონალის დახმარებაა საჭირო. ასეთ დროს არ დაგავიწყდეთ კანალიზაციის გაწმენდა ჩვენი სერვისია