წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა


წყლის გაჟონვის პრობლემა შიეძლება წარმოიშვას ყველგან სადაც წყლის ან საკანალიზაციო მილებია. დროთაგანმავლობაში შესაძლოა მილებმა დაკარგოს წყლის შეკავების თვისება და მცირე მაგრამ დამაზიანებელი ოდენობით დაიწყოს წყლის ჟონვა. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან როგორც წესი მილები კედლებშია ჩაყოლებული და მეორესმხრივ კედლები დაფარულია კაფელ - მეთლახით. წყლის მცირე რაოდენობით გაჟონვასაც კი შეუძლია ნელნელა დაასველოს კედლები და საკმაოდ დიდი პრობლემა შეგიქმნათ როგორც თქვენ ასევე თქვენს მეზობლებს.

რატომ გვჭირდება, წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

როგორც ავღნიშნეთ წყლის მცირე რაოდენობით გაჟონვასაც კი შეუძლია დიდი პრობლემის გამოწვევა და ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში ის არის, რომ იმ ადგილის ამოცნობა სადაც დაზიანებაა, შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელია. რადგან ნესტის ან სისველის გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა. ცუდი გამოსავალი ის არის, რომ ბრმად დავიწყოთ კაფელ-მეთლახის ან კედლების გამოთხრა და გვქონდეს დაზიანების კერის აღმოჩენის იმედი. ალბათ დამეთანხმებით, ეს საკმაოდ დიდი ზიანია. გვიწევს არსებული რემონტის გაფუჭება და შემდეგ ამ ყველაფრის თავიდან გაკეთება. ახლა საუკეთესო გამოსავალზე ვისაუბროთ. წყლის გაჟონვის აღმოჩენისას იძახებთ ჩვენს პროფესიონალ გუნდს და მაქსიმალური სიზუსტით ვადგენთ წყლის გაჭონვის ადგილს, თანამედროვე აპარატით. ანუ უკვე ვიცით სადაა დაზიანება და სწორედ იმ ადგილას ხდება დაზიანებული მილის გამოცვლა. შესაბამისად ზიანი მინიმუმამდე მცირდება. თქვენც კმაყოფილი ხართ რადგამ მცირე დაზიანების გამო არ მოგიწევთ მთელი სააბაზანოს ან სამზარეულოს გადათხრა. რაც რათქმა უნდა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

თერმული აპარატი ჟონვის აღმოსაჩენად

გაჟონვის ადგილის აღმოსაჩენად ჩვენი გუნდი იყენებს თერმული გამოსახულების კამერებს. ამ აპარატებს შეუძლია აღმოაჩინოს წყლის გაჟონვა იატაკის, ბეტონის ან კედლების მიღმა და გვეხმარება ისეთი ფარული გაჟონვების საპოვნელად , რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. ამ ჭკვიან მოწყობილობებს შეუძლიათ ობიექტიდან გამოსხივებული თერმული ენერგიის დანახვა. ძალიან მარტივად შეგვიძლია ჭერის, სახურავის, იატაკის ან კედლების მიღმა სინესტის დანახვა. ეს მეთოდი საკმაოდ ეექტურია ასევე დიდი ტერიტორიების შემოწმებისთვის, რადგან ძალიან მოკლე დროში შეიძლება მოხდეს დიდი ფართობის სკანირება გაჟონვის საპოვნელად. ზე მგრძნობელობის გამო შეუძლიათ აღმოაჩინონ ტენიანობა ისეთ ადგილებში სადაც სხვა ტენიანობის მზომელები უძლურია. რაც მთავარია ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი შეფერხებისა და დამატებითი ზიანის გარეშე.

ჩვენი სერვისი

წყლის გაჟონვის პრობლემის არსებობის შემთხვევაში ჩვენი ჯგუფი უმოკლეს დროში მოვა მისამართზე. პირველ რიგში მოხდება ადგილის დათვალიერება და პრობლემის შეფასება. შემდეგ უკვე სხვადასხვა მეთოდებით და ხელსაწყოებით დავიწყებთ წყლის ჟონვის ადგილის ძებნას. რაც უფრო მკვეთრად არის გამოხატული შედეგები, მით უფრო მარტივია იმის დადგენა თუ საიდან ჟონავს წყალი. თუმცა როგორც წესი ამ პროცესს 30 წუთზე მეტი არ ჭირდება. დაზიანებული მილის აღმოჩენის შემდეგ, ასევე შეგვიძლია შეთანხმების შემთხვევაში შევაკეთოთ დაზიანებული მონაკვეთი მაქსიმალურად მოკლე დროში.

+ (995) 557 101 102