კანალიზაციის გაწმენდა


ნებისმიერი ადამინი ნებისმიერ დროს, შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი არასასიამოვნო ფაქტის წინაშე, როდესაც კანალიზაცია გაიჭედა და დაბინძურებული წყალი ფეკალიებთან ერთად უნიტაზიდან ან ტრაპიდან გადმოდის. დამეთანხმებით, ამაზე არასასაიმოვნო, ძალიან ცოტა რამ შეიძლება მოხდეს თქვენს აბაზანაში. ასეთ დროს რთულია სიმშვიდის შენარჩუნება, თუმცა რაც უფრო სწრაფად გამოიძახებთ დახმარებას, ზარალიც ნაკლები იქნება.

რჩევები რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ დახმარების მოსვლამდე :

1) არ ეცადოთ თქვენი ძალებით, დამატებითი წყლის ჩასხმით გაჭედილი მილების გაწმენდას. ამან შეიძლება უარესი შედეგი გამოიწვიოს.
2) თუ ცხოვრობთ პირველ სართულზე და ცენტრალური სისტემის გაჭედვის გამო წყალი თქვენთან ამოდის, გააფრთხილეთ მეზობლები თავი შეიკაონ კანალიზაციის გამოყენებისგან.
3) რაც შეიძლება სწრაფად გამოიძახეთ დახმარება.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ , მოყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდება. დახმარების ადგილზე მოსვლისთანავე მოხდება მდგომარეობის შეფასება და ჩვენი გუნდი შეუდგება გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდას. ხშირ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური საშუალება არის ტროსი. საკანალიზაციო სისტემაში ტროსის გატარების შედეგად მოხდება დაგროვილი მასის მოცილება, რამაც გამოიწვია მილების გაჭედვა და აღდგება მილების გამტარობა.

რამ შეიძლება გამოიწვიოს კანალიზაციის გაჭედვა ?

საკანალიზაციო მილების გამტარობის შეზღუდვა შეიძლება ბევრი მიზეზით იყოს გამოწვეული. შევეცდებით განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი. საკანალიზაციო სისტემაში მყარი ნარჩენების მოხვედრა - ხშირ შემთხვევაში ამ უსიამოვნო ფაქტის მიზეზი მყარი ნარჩენებია რომლებიც წესით კანალიზაციაში არ უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ დაუდევრობის ან გაუფრთხილებლობის შედეგად იქ აღმოჩნდა სადაც მისი ადგილი არ იყო. ასეთი მყარი ნარჩენების გატარება საკანალიზაციო სისტემას არ შეუძლია, შესაბამისად ხდება მათი დაგროვება და სისტემის გაჭედვა. უხარისხო ტუალეტის ქაღალდი - შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პრობლემის მიზეზი ზოგჯერ უხარისხო ( წყალში ძნელად დაშლადი ) თუალეტის ქაღალდის ხშირი გამოყენებაა. თუ დიდი რაოდენობით მოხდა მილებში ასეთი ქაღალდის კონცენტრირება, ამას ნამდვილად შეუძლია მილების გამტარობის დახშობა ან ლოკალურად უნიტაზის გაჭედვა. დაზიანებული ან მოძველებული საკანალიზაციო მილები - თუ საკანალიზაციო მილი რომელიმე ადგილას მცირედით არის დაზიანებული დროთგანმავლობაში ხდება ცხიმების დაგროვება იმ ადგილას და შესაბამისად წარმოიქმნება წყლის გადინების პრობლემა პერიოდულად.

კანალიზაციის გაწმენდა, საკუთარი ძალებით

ზოგჯერ შესაძლებელია ამ უსიამოვნო მომენტის თავიდან აცილება. ალბათ გაინტერესებთ როგორ ?! პასუხი მარტივია - ზოგიერთ შემთხვევაში არის კანალიზაციის მოსალოდნელი გაჭედვის წინა ნიშნები. დააკვირდით ტრაპში ან უნიტაზში წყალს გადინება ხომ არ უჭირს თუ პასუხი არის კი, ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან ახლოს ხართ მილების გაჭედვასთან. როგორ მოვიქცეთ ?! თუ პრობლემა არც ისე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები ან უბრალოდ თქვენი ძალებით სცადოთ ამოტუმბვა. ამ მოქმედებებმა შესაძლოა თავიდან აგარიდოთ შემდგომი უსიამოვნო შემთხვევები.

+ (995) 557 101 102